აფხაზეთში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს - კვირის პალიტრა

აფხაზეთში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 12 მათგანი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო ხუთი - ოჯახებმა რაიონებში გადაასვენეს.

სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც გარდაცვლილებს პატივი მიაგო და მათ მშობლებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"ინტერპრესნიუსი"