რუსთავში 77 წლის მამაკაცი მე-6 სართულიდან გადავარდა - კვირის პალიტრა

რუსთავში 77 წლის მამაკაცი მე-6 სართულიდან გადავარდა

რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 77 წლის მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც წამლის მოსატანად მეორე ოთახში გავიდა, თუმცა დაბრუნებულს მამაკაცი ოთახში აღარ დახვდა.