"ვზივარ და ბოლო თავებს ვწერ" - მალე მიხეილ სააკაშვილის წიგნი გამოვა - კვირის პალიტრა

"ვზივარ და ბოლო თავებს ვწერ" - მალე მიხეილ სააკაშვილის წიგნი გამოვა

დღეს საქართველოში გახურებული წინასაარჩევნო პროცესებისას, განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა გოგა ხაინდრავას ფილმი "ჰეროკრატია", რომლიც მიხეილ სააკაშვილის 9-წლინი მმართველობის თაობაზეა გადაღებული და იმჟამად მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს. ფილმის შინაარსის მიხედვით განსასჯელის სკამზე ხელისუფლების პირველი პირები სხედან, მათ შორის პრეზიდენტიც, რომლიც მიხეილ სააკაშვილის პროტოტიპია.

ამის პარალელურად საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა „ფეისბუკის“ მომხმარებლებს ახალი ამბავი შეატყობინა. ყოფილი პრეზიდენტი წიგნს წერს, რომლის სახელწოდებაა: "ასე გავიმარჯვებთ!"

“მომბეზრდა ჩემს შესახებ სხვები რომ ლაპარაკობენ და გადავწყვიტე ყველაფერი თავად მოვყვე. ალექსანდრე კრასოვიცკთან ერთად, ვლადიმირ ფედორინის რედაქტორობით ვამზადებ წიგნს და ვჩქარობ მალე დავასრულო, რათა 18 სექტემბერს ლვოვის წიგნის ბაზრობისთვის მოესწროს მისი გამოცემა. ვზივარ და ბოლო თავებს ვწერ. რუსულ-უკრაინული და ქართული ვარიანტები ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გამოვა“ - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკგვერდზე" (წყარო)

ეკა გადახაბაძე