ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 18 სექტემბერს გაიხსნება - კვირის პალიტრა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 18 სექტემბერს გაიხსნება

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დაწყებამდე 2 დღე რჩება. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ფესტივალი ოფიციალურად 18 სექტემბერს, ბათუმელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციით, „ბათუმის ტალღა“ საზაფხულო თეატრში გაიხსნება.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები კინოფესტივალის პროგრამას აქვეყნებენ. ფესტივალის ძირითადი ფილმების ჩვენება კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება, თუმცა მოკლემეტრაჟიანი ფილმები სასტუმრო „Divan Suites”-ში იქნება წარმოდგენილი. ღია ცის ქვეშ ფილმების ნახვის მსურველთათვის კი ყოველდღიურად 20:00 საათზე, ერას მოედანზე ღია ცის ქვეშ გაიმართება კინოსეანსები. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება თავისუფალია, თუმცა წინა წლის მსგავსად საჭიროა უფასო ბილეთების წინასწარ დაჯავშნა ან აღება კინოთეატრ „აპოლოში“. ფესტივალი ბათუმში 25 სექტემბერს დასრულდება.

კინოფესტივალის პროგრამა