"დაგვხდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით" - შალვა რამიშვილი ნათელაშვილის ახლობლებს თავდასხმაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

"დაგვხდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით" - შალვა რამიშვილი ნათელაშვილის ახლობლებს თავდასხმაში ადანაშაულებს

რა მოხდა ბაზალეთში?

შალვა რამიშვილი "ფეისბუკის" გვერდზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერს აქვეყნებს: "მოკლედ ვითარება არის ასეთი: ვაკეთებდი "აკრედიტაციის გარეშეს" შალვა ნათელაშვილზე. ვიყავი კეთილგანწყობილი, რადგან მიმაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ ბევრი ბრალდება არადამაჯერებელია. გაუფრთხილებლად მივადექი მის სახლს ბაზალეთში. გაუფრთხილებლად იმიტომ, რომ ასეთია ჩემი გადაცემის ფორმატი. დაგვხდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით და ცელებით. უშვერი სიტყვებით გვაგინეს და თითქმის გალახეს ჩემი ოპერატორები.

მერე შალვას ცოლმა, ბელამ დაურეკა პოლიციას და იჩივლა, რომ თითქოს კარები შევუმტვრიე და მას, ანუ ბელას სახეში მუშტი ჩავარტყი. პოლიციამ საქმე აღძრა ორი მუხლით და დამკითხა. ეს ქალი ცრუდამსმენია და პროვოკატორი. გაოგნებული ვარ. ჯერ დახვედრით, ხოლო შემდეგ ამ ქალბატონის პროვოკატორობით. გადაცემას იხილავთ მალე, სად და როდის ამას დამატებით გეტყვით".

ამ პოსტის კომენტარში რამიშვილის შალვა ნათელაშვლის პატიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბეჟან ნათელაშვილი პასუხობს: "შენ თავს დაესხი შალვა ნათელაშვილის ოჯახს იმ დროს, როცა კარგად იცოდი "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ჩართვიდან, რომ ნათელაშვილი ბათუმში მრავალათასიან მიტინგს მართავდა საარჩევნო ფორმატში! შენ გატეხე სახლის კარები და ფაქტიურად ძალით შეიჭერი შალვა ნათელაშვილის სახლში! მიხარია, რომ პასუხიც შესაბამისი მიიღე! იმედია ამას სამართლებრივი შედეგიც მოყვება!!!" (წყარო)