"უკრაინის ცნობილი რეფორმატორი პოპულიზმის ხიბლში ვარდება" - საზარელი დანაშაული ოდესაში და ბოშები სააკაშვილის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"უკრაინის ცნობილი რეფორმატორი პოპულიზმის ხიბლში ვარდება" - საზარელი დანაშაული ოდესაში და ბოშები სააკაშვილის წინააღმდეგ

"უკრაინის ცნობილი რეფორმატორი პოპულიზმის ხიბლში ვარდება", - გავლენიანმა გამოცემა Foreign Policy-მა ვლადისლავ დევიდსონის სტატია ამ სათაურით გამოაქვეყნა. სტატიაში ლაპარაკია ოდესის რეგიონში ნაპოვნ 8-9 წლის გოგონას ცხედარსა და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე - ავტორი აღნიშნავს, რომ კრიმინალურ მოვლენებზე პროვოკაციული რეაგირებისას მიხეილ სააკაშვილი თავის ბნელ მხარეს ავლენს.

"კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა ამ სტატიის ქართული თარგმანი, რომლიდანაც ამონარიდებს გათავაობთ:

"27 აგვისტოს, ოდესის რეგიონში გოგონას ცხედრის პოვნის შემდეგ, სასტიკი მოვლენები განვითარდა... პოლიციისთვის მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ მკვლელობამდე გოგონა გააუპატიურეს. ცხედრის პოვნიდან ერთი დღის შემდეგ, ეთნიკური რუსებითა და ბულგარელებით დასახლებულ სოფელ ლოშჩინოვკიდან, სადაც ბოშების პატარა თემიც ცხოვრობს, 21 წლის ბოშა მამაკაცი დააკავეს და საზარელ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დააკისრეს. საპასუხოდ, ანტიბოშური განწყობის ახალგაზრდების კრიმინალური დაჯგუფება თავს დაესხა ბოშათა თემს. ისროდნენ ქვებს, ამსხვრევდნენ ფანჯრებს, გადაწვეს სახლები. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან ბოშები ამ დროს იქ უკვე აღარ იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა მოითხოვეს ბოშების დაახლოებით ექვსი ოჯახის სამუდამოდ გაძევება, სოფლის საბჭომ ავტობუსები გამოყო მათ გასაყვანად.

ამ მოვლენების დასრულებისთანავე, მიხეილ სააკაშვილის პირადი განკარგულებით, სოფელში ოდესის პოლიციის უფროსმა სპეციალური ქვედანაყოფები და სამხედრო კონტინგენტი განათავსა.

გოგონას დაკრძალვის შემდეგ კი სააკაშვილმა ისეთი საჯარო განცხადება გააკეთა, ასეთ დაძაბულ დროს ნაღმის აფეთქებას უფრო ჰგავდა: "სრულად ვიზიარებ ლოშჩინოვკის მოსახლეობის აღშფოთებას, სოფელში განუკითხაობა იყო, ამორალური ბუნაგი, ყვაოდა მასობრივი ნარკოვაჭრობა. ბოშები ანტისოციალური ელემენტები იყვნენ და ეს პრობლემა ადრევე უნდა აღმოგვეფხვრა, ახლა ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ".

ცნობილი გახდა, რომ ბოშების ეთნიკურმა ორგანიზაციებმა შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის უწყებაში სარჩელი შეიტანეს, ავაკოვი კი დიდი ხანია უკრაინაში სააკაშვილის მწვავე ოპონენტია. სარჩელის მიხედვით, ბოშათა ეთნიკური ორგანიზაცია გმობს მათ წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "სააკაშვილის განცხადება ნაღმის აფეთქებას ჰგავდა"