"მერე რა, თუ ყოფილი "ნაციონალები" მყავს გუნდში, გვერდით მოაზროვნე ადამიანები დავიყენე" - კვირის პალიტრა

"მერე რა, თუ ყოფილი "ნაციონალები" მყავს გუნდში, გვერდით მოაზროვნე ადამიანები დავიყენე"

პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ ისევ აქტუალური გახდა კითხვა - ვის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მსოფლიო ბანი და საჭიროების შემთხვევაში, ვის კოალიციაში ვიხილავთ მომავალ პარლამენტში?" გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

პაატა ბურჭულაძე:

- თუ ადამიანს ზრდილობიანად ვესაუბრები, სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე დაქვემდებარებული ვარ ან მის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად მივიჩნევ. უბრალოდ, მისი დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა. გვარამიას დიდი ხანია ვიცნობ, "რუსთავი 2" ფონდ "იავნანას" წლების განმავლობაში ეხმარებოდა, ნიკასაც ამ ფონდის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის - "იავნანას" კონცერტები ამ ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ასე რომ, რადგან აღშფოთებული იყო, მინდოდა, ყველაფერი დეტალურად გამერკვია. ის ნამდვილად არ მოელოდა, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმეს მსგავსი განცხადების გაკეთება შეეძლო. ეს ნორმალური რეაქციაა.

- "ნაციონალებთან" კავშირში თქვენი გუნდის უკვე ყოფილი ლიდერებიც გდებენ ბრალს.

- მერე რა, თუ ყოფილი "ნაციონალები" მყავს გუნდში? გვერდით მოაზროვნე ადამიანები დავიყენე. "ქართულ ოცნებას" გიორგი ვაშაძეზე ძლიერი მენეჯერი, ზურა ჯაფარიძეზე კვალიფიციური ეკონომისტი ან დავით ჯანდიერზე განათლებული იურისტი ჰყავს? დიახ, ამ ხალხთან ერთად ავაშენებ ქვეყანას. მართალია, "ნაცმოძრაობასთან" იყვნენ, მაგრამ დღეს ჩემ გვერდით იბრძვიან.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "უბრალოდ, გვარამიას დაწყნარება მინდოდა..." - ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან