გლდანში ყვითელი ავტობუსი ერთ-ერთ მაღაზიას დაეჯახა - კვირის პალიტრა

გლდანში ყვითელი ავტობუსი ერთ-ერთ მაღაზიას დაეჯახა

გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვითელი ავტობუსი ერთ-ერთ მაღაზიას დაეჯახა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია. კერძოდ, მორიგე მძღოლი კომპანიის თანამშრომლებს ემსახურებოდა სახლებში წასაყვანად, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და ავტობუსის მართვა ვეღარ შეძლო.

შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომლებიც მალევე გამოწერეს, მძოლის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა და ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. რაც შეეხება მაღაზიას, შემთხვევის შედეგად ჩამსხვრეულია მინები. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მაღაზიის ზარალს კომპანიის მიერ ჩართული სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელიბის მსუბუქი დაზიანება.