შენ დღეს, შესაძლოა ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდე! - კვირის პალიტრა

შენ დღეს, შესაძლოა ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდე!

უნიკალური პროექტის, "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" ფარგლებში, 19 სექტემბრიდან მას, ვინც შეიძენს კოლექციის მეოთხე მონეტას, (ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი ძვ.წ. I - ახ. წ. I სს.), საშუალება ეძლევა, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი გახდეს! მონეტა უნიკალურ ნაკეთობას წარმოადგენს.

19 სექტემბრიდან ქართველი საზოგადოება ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძის მეტალში შესრულებულ ასლს გაეცნობა. 3 იღბლიან მკითხველს კი საშუალება ექნება უბრალო მეტალის მონეტა ისტორიული მნიშვნელობის განძში, მაღალი საიუველირო ოსტატობით შესრულებულ ოქროს მონეტაში გადაცვალოს.

უკვე მე-3 თვეა, რაც ისტორიული პროექტის, "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნ-ალბომმა მალევე მიიქცია მკითხველთა ყურადღება. დღეს ის ქართულ საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს.

"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" წიგნ ალბომსა და პერიოდულად გამოსული მონეტებისგან შეგროვებულ კოლექციას აერთიანებს. პროექტი ეროვნული მუზეუმისა და პალიტრა L-ს მიერ ხორციელდება.

წიგნი-ალბომის მთავარი სპეციფიკა მონეტების შეგროვებაშია. ქართული ისტორიული მონეტების მეტალში შესრულებული ასლები თვეში ერთხელ, ქრონოლოგიური პრინციპით გამოდის და ილუსტრირებული ალბომის სპეციალურ განყოფილებაში კოლექციად გროვდება. პროექტის ფარგლებში უკვე 3 მონეტა გამოვიდა.

მონეტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების ზუსტ ასლებს წარმოადგენს.

პროექტი შექმნილია, როგორც ისტორიის მოყვარულთათვის, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენელთათვის", - ნათქვამია პალიტრა L-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.