"ვამაყობ ქართველი რომ ვარ"! - რას წერს ციხეში მყოფი გუკა რჩეულიშვილი - კვირის პალიტრა

"ვამაყობ ქართველი რომ ვარ"! - რას წერს ციხეში მყოფი გუკა რჩეულიშვილი

”ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, წინასწარ პატიმრობაში მყოფი გუკა რჩეულიშვილი ”ფეისბუკის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

რჩეულიშვილის თქმით, რომ ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად, თავისუფლების შესაფასებლად და პრიორიტეტების განსასაზღვრად.

”თითქმის სამი თვე გავიდა, რაც მე პრივილეგია მერგო, სამყარო შიგნიდან დამენახა. ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად, თავისუფლების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად, რაც მთავარია მანამდე უმნიშვნელო დეტალებზე დასაკვირვებლად. სამყაროში პოზიტიური და ნეგატიური ენერგია თანაბარია, დანარჩენი განწყობაზეა, თუ რომლის აღქმა უფრო სურს ადამიანს.

გლდანში ბევრად მეტი დადებითი პიროვნება გავიცანი, ვიდრე უარყოფითი, რამაც ძალიან გამახარა. აქ ყურადღების ყველანაირ გამოხატვას ასმაგად აფასებ და მე ბედნიერი კაცი ვარ, რადგანაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმ ხალხის, ვისი იმედიც მქონდა, არამარტო გაამართლა ჩემი ვარაუდი, არამედ ყველა მოლოდინს გადააჭარბა! მე ვამაყობ ასეთი მეგობრები რომ შემხვდა ! მე ვამაყობ ასეთი ოჯახი რომ მყავს! მე ვამაყობ ქართველი რომ ვარ! ზუსტად ვიცი, ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, ჩრდილოელი Night walker-ები ვერ მოგვერევიან! ჩვენ გვიცავს კავკასიონი და შინაგანი მორალური კოდექსი, რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს!”, - წერს გუკა რჩეულიშვილი.