"სახელმწიფომ გადმომცა ეს ბინა საჩუქრად" - ბინა 1 ლარად - კვირის პალიტრა

"სახელმწიფომ გადმომცა ეს ბინა საჩუქრად" - ბინა 1 ლარად

იუმორისტ ბესო ბერულაშვილს საქართველოს მთავრობამ საჩუქრად ბინა გადასცა.

ick.ge-ს ინფორმაციით, ბერულაშვილს ბინა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. საცხოვრებლის ფართობი 140 კვ. მეტრია. სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებაზე ბესო ბერულაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.

რატომ გადასცა სახელმწიფომ საჩუქრად ბინა ცნობილ იუმორისტს, ამის გასარკვევად AMBEBI.GE ბესო ბერულაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო ბესო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ 1 ლარად ბინა გაჩუქათ კანდელაკის ქუჩაზე...

- არ ვიცი რას მეუბნებით, მე აქ ვცხოვრობ დიდი ხანია. ჯერ მზადების პროცესშია ყველაფერი და წინასწარ არ მინდა ლაპარაკი.

- რა არის მზადების პროცესში?

- აქ თემა ასეთია: 7 წელია აქ ვცხოვრობ და თუ ვინმე არის ცნობილი სახე, მათ შეაგროვეს ხელმოწერები და სახელმწიფომ გადმომცა ეს ბინა საჩუქრად. რადგან მრავალსულიანი ოჯახი ვართ (იუმორისტის თქმით, ოჯახში 8 ადამიანია: ის, მისი მეუღლე, მათი შვილები სხვადასხვა ქორწინებიდან და შვილიშვილები) ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა სახელმწიფოს სთხოვეს სიმბოლურ ფასად გადმოეცათ ეს ბინა ჩემთვის და ეკონომიკის სამინისტრომ გადმომცა. ჩემი ხელფასით და ჰონორარით სამწუხაროდ, ბინის ყიდვა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ბესო ბერულაშვილისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელმოწერები, კულტურის სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შეაგროვეს. როგორც ბერულაშვილი ამბობს, ის მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც მას გვერდით დაუდგა და ნანატრი ბინის მიღებაში დაეხმარა. ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში ვკითხულობთ: გაგრძელება