შეიძინეთ "ოჯახის მკურნალის" ახალი ნომერი და შეიტანეთ თქვენი წვლილი ქველმოქმედებაში - კვირის პალიტრა

შეიძინეთ "ოჯახის მკურნალის" ახალი ნომერი და შეიტანეთ თქვენი წვლილი ქველმოქმედებაში

"ძვირფასო მკითხველო მადლობა ქველმოქმდებისათვის" - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" ოქტომბრის თვის საქველმოქმედო ნომერი უკვე გაყიდვაშია!

შეგახსენებთ, რომ ამ ნომრის გაყიდვიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში რომელიც ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ პატარებს ეხმარება.

ოქტომბრის თვეში კი ჭავჭავაძის N7-ში მდებარე "ბიბლუს გალერეაში",

განთავსდება ქველმოქმედების ხე, რომელსაც თქვენ თვითონ შეავსებთ ფერადი ღილებით. ღილს თავისებური დატვირთვა აქვს - თითოეული მათგანი სიმბოლურად გადარჩენილ სიცოცხლეს აღნიშნავს. შესაბამისად, თუ ხეზე ბევრი ღილი გამაგრდება, ეს იქნება ნიშანი, რომ ერთად ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ბევრი პატარას სიცოცხლე გადავარჩინეთ. გახსოვდეთ, ქველმოქმედება მარტივია!

ჟურნალს თან ახლავს წიგნიც - "ყველაფერი ანემიის შესახებ", მისი ფასი 2 ლარია, ჟურნალთან ერთად კი წიგნს სპეციალურ ფასად შემოგთავაზებენ.

იხილეთ ვიდეო