"ჯაკო სადარბაზოდან გადიოდა და სწორედ მაგ დროს ესროლეს" - თბილისში მამუკა ჩარკვიანის ვაჟი დაჭრეს - კვირის პალიტრა

"ჯაკო სადარბაზოდან გადიოდა და სწორედ მაგ დროს ესროლეს" - თბილისში მამუკა ჩარკვიანის ვაჟი დაჭრეს

საინფორმაციო პორტალმა AMBEBI.GE გაავრცელა ინფორმაცია, რომ  1-ლ ოქტომბერს, გვიან ღამით კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის უფროსი ვაჟი, 19 წლის ჯაკო ჩარკვიანი დაჭრეს.

ჩვენი ინფორმაციით, ბიჭი  ცეცხლსასროლი იარაღით მხარსა და ფეხშია დაჭრილი. "გვიან ღამით ჯაკო სადარბაზოდან გადიოდა და სწორედ მაგ დროს ესროლეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ტყვია ამოუღეს მხრიდან, ფეხზე იპერაციას დღეს გაუკეთებენ ალბათ. ბიჭი გონზეა, როგორც ექიმები გვეუბნებიან, ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის", - გვითხრა ჩარკვიანების ერთ-ერთმა ახლობელმა.