საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცანები
დეპუტატია - პარლამენტში არ არის.
მშრომელია - ყანაში არ არის.
ოპოზიციონერია - არჩევნებზე არ არის.
- ვაგდეთ, ვაგდეთ, ვერ ჩამოვაგდეთ.
ერთი ვინმე მომღერალი
მიშა-მიშა მძრომელია,
ჰიმნებს ჰიმნებზე
გვიმღერის
თან მინისტრად
მჯდომელია.
ადრე "სახის" წევრი იყო,
ახლა მითხარ, რომელია?
წილები აქვს, ფულს
არ აჩენს,
ლაპარაკობს, პირს
არ აღებს.
"იმედში" ქალი შევარდა,
გამო, გამო გიშერაო,
"შაბათ ღამით" დავინახე
გამოვარდა შიშველაო...