”თეგეტა მოტორსი” - MAN-ის ავტობუსები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს - კვირის პალიტრა

”თეგეტა მოტორსი” - MAN-ის ავტობუსები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს

წელს გამოცხადებულ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე საერთაშორისო ტენდერში, გერმანულმა კომპანია MAN Truck and Bus AG-მ გაიმარჯვა, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასია“.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”თეგეტა მოტორსიდან” აცნობეს, MAN Truck and Bus AG ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიო ბაზარზე და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელს მსოფლიოში უდიდესი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.

MAN Truck and Bus AG-სა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის ავტოპარკი, სექტემბრიდან 143 ერთეული უახლესი MAN Lion's City CNG ტიპის 2016 წლის ავტობუსებით ეტაპობრივად განახლდება.

30 სექტემბერს ვარდების მოედანზე პირველი 10 ავტობუსის გადაცემის ოფიციალური გადაცემა ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან, EBRD-ისა და კომპანია Man Truck and Bus AG-ის წარმომადგენლებ. MAN Truck and Bus AG-ის სათაო ოფისიდან ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ ავტობუსების წარმოების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი რუდი კუხტა, რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი რომან ზიტე, ავტობუსების რეგიონალური მენეჯერები რომან კალუჟინსკი და დიტრიხ ფონ ვისმანი. საზეიმო სიტყვის შემდეგ უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა რუდი კუხტამ ქალაქის მერს დავით ნარმანიას ავტობუსის სიმბოლური გასაღები გადასცა, რის შემდეგაც ავტობუსებმა სიმბოლურად პირველი მოკლე მარშრუტი შეასრულეს.

”თეგეტა მოტორსის” ინფორმაციით, MAN-ის ავტობუსები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს. სხვა მოდელებთან შედარებით, აღნიშნული ავტობუსები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიების შემცირებას, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. აღნიშნული ავტობუსების საგარანტიო სერვისს და სრულ ტექმომსახურებას კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ უზრუნველყოფს.