"ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა" - კვირის პალიტრა

"ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა"

”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თავად რურუა ავრცელებს. მისი თქმით, ჯაფარიძეს იარაღი ჩაუდეს.

”ისტერიკაში ჩავარდნილმა ივანიშვილმა ჩემი შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე იარაღის ჩადებით დააკავებინა წუხელ გვიან ღამით. ამ უკანონობას ორი მიზანი აქვს: დააშინონ ჩვენი მომხრეები და დეზორგანიზება შეიტანონ ჩვენს მუშაობაში. ცხადია, რომ არც ერთ ამ მიზანს განხორციელება არ უწერია. აუცილებლად ვიმარჯვებთ ხუთ დღეში სიმშვიდით, სიმტკიცით და ერთობით”, - წერს ნიკა რურუა. წყარო

დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუმარტეს, ჯაფარიძე დაკავებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შსს-ში იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით რურუას ბრალდებას უარყოფენ.