წალკის რაიონში ეჭვიანობის ნიადაგზე 32 წლის მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

წალკის რაიონში ეჭვიანობის ნიადაგზე 32 წლის მამაკაცი მოკლეს

წალკის რაიონში, სოფელ ტბეთში 32 წლის მალხაზ პაქსაძე საკუთარ სახლში მოკლეს. მოკლულს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. ხ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

”გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ წალკის რაიონის სოფელ ტბეთში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ მ. პ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა გ.ხ.-ს ძმა - ზ.ხ., რომელმაც მკვლელობამდე მ.პ.-ს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა.

სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - განუცხადეს ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.