„პირიმზესთან“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა - კვირის პალიტრა

„პირიმზესთან“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშავებულის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა.

მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ხუთი დაშავებულიდან ოთხის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, ერთს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.