"ვარდების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" აქცია დაიწყო - კვირის პალიტრა

"ვარდების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" აქცია დაიწყო

"ვარდების მოედანზე" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული წინასაარჩევნო, შემაჯამებელი აქცია დაიწყო. პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.

გაკეთებულია სპეციალური სცენა, სადაც პარტიის ლიდერები სიტყვით გამოვლენ. აქციის დაწყებისას შესრულადა საქართველოს ჰიმნი.

„ვარდების რევოლუციის“ მოედანზე შეკრებილი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.