"ნაცონალური მოძრაობის" აქციას "ცოცხმა გადაუფრინა" - კვირის პალიტრა

"ნაცონალური მოძრაობის" აქციას "ცოცხმა გადაუფრინა"

"ზუსტად სამ დღეში საქართველოში დასრულდება დიდი ქოციანობა. ზუსტად სამ დღეში საქართველოში გაანხლდება აღმშენებლობა და წინსვლა"

"ვარდების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქცია გაიმარა. შეკრებილ მხარდამჭერებს სანდრა რულოვსმა, ნიკა მელიამ და სხვა პოლიტიკოსებმა მიმართეს, მათ შორის კი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საზოგადოებას პიდაპირი ეთერით მიესალმა. ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ სამ დღეში "საქართველოში დასრულდება დიდი ქოციანობა".

„ზუსტად სამ დღეში საქართველოში სამუდამოდ დასრულდება ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის ექსპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენი ერის დაქუცმაცება, გათიშულობით, გადაკიდებით, ჭორებით, ბრალდებებით, ერთმანეთთან ხალხის მუდმივი ქიშპობით. ზუსტად სამ დღეში შეჩერდება 9 თვის ბავშვის მკვლელობით და ცოცხებით მოსული ხელისუფლების მიერ გამოწვეული დაპაუზებისა და უკუსვლის პოლიტიკა. სიმართლის სიცრუით გასაღების და სიცრუის სიმართლედ გამოცხადების მცდელობა და საქართველო ისევ გააგრძელებს წინსვლას. ზუსტად სამ დღეში საქართველოში დასრულდება დიდი ქოციანობა. ზუსტად სამ დღეში საქართველოში გაანხლდება აღმშენებლობა და წინსვლა. ჩვენ დავიწყებთ ფეხზე ადგომას და შემდეგ სწრაფი ტემპით ავანაზღაურებთ დანაკარგს და ძალიან სწრაფად წავალთ წინ. თქვენ, ვინც არ გაიყიდეთ, ვინც არ დაშინდით, ვინც არ წახვედით კომპრომისებზე, თქვენ, ვინც დღეს აქ ხართ შეკრებილები, ვინც გაუძელით ყველაფერს ამას, თქვენ და ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ისევ სამშვიდობოზე. სამ დღეში აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ როგორ მისცა ხმა 2012 წელს. ზუსტად სამ დღეში ყველა ჩვენგანი, ვისი აზრებიც შეიძლება წარსულში ერთმანეთს არ დამთხვეოდა, გავერთიანდებით საქართველოსა და ჩვენი ბავშვების მომავლის პერსპექტივის გარშემო. ჩემთვის დარჩენილია სამი დღე ამ ზღვის გადმოლახვამდე. ხოლო ჩვენთვის და საქართველოსთვის ეს არის სამი დღე გამარჯვებამდე. შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" შეკრებამ მშვიდობიანად ჩაიარა, აქციაზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, აქციის დასრულებისას კი როგორც Palitratv.ge-ს ჟურნალისტის მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს როგორ გადაუფრინა დრონმა, რომელზეც ცოცხი იყო გამობმული.

ვიდეო