JPM Strategic Solutions-ის კვლევით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ - კვირის პალიტრა

JPM Strategic Solutions-ის კვლევით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ქართული ოცნებისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ.

მონაცემების ალოკაციისთვის ამ ადამიანებს დაუსვეს დამატებითი კითხვები, რომლის შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 47%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 18%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 6%, „ლეიბორისტული პარტია“ - 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ და „პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4-4%, „ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ - 2%. სხვა პარტიები - 3%. ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 11%-მდე ჩამოდის.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ბარიერს „ქართულ ოცნებასთან“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ლახავს მესამე პარტიაც - „თავისუფალი დემოკრატები“. პრაქტიკულად, ბარიერის ზღვარზეა კიდევ სამი პარტია - „ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „პაატა ბურჭულაძიე - სახელმწიფო ხალხისთვის“.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა საქართველოს მასშტაბით 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199 ამომრჩეველი გამოიკითხა. კველვის ცდომილება 2.8%-ია. კვლევის საველე სამუშაოები „გორბიმ“ ჩაატარა.