დაბინძურებული ჰაერი ბავშვებში ჯანმრთელობის ფსიქიკურ პრობლემებსაც იწვევს? - კვირის პალიტრა

დაბინძურებული ჰაერი ბავშვებში ჯანმრთელობის ფსიქიკურ პრობლემებსაც იწვევს?

შვედეთის უმეოს უნივერსიტეტის მკვლევრების ბოლო კვლევების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება შეიძლება უკავშირდებოდეს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.

ჟურნალ BMJ Open-ში ამ თვეში გამოქვეყნებული კვლევა არის პირველი ძლიერი მტკიცებულება დაბინძურებულ ჰაერსა და ბავშვების ფსიქიატრიულ მდგომარეობას შორის არსებულ კავშირზე. ესაა წინა კვლევის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურება უკავშირდება ფსიქიკურ დაავადებებს და ვარაუდობს, რომ ჰაერის დაბინძურების სულ მცირე ზრდასაც კი შეუძლია დრამატულად იმოქმედოს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

მკვლევრებმა შვედეთში 500 000-ზე მეტ ბავშვს შორის გადაამოწმეს ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება და შეადარეს მათთვის გაცემულ ექიმის დანიშნულებებში დაფიქსირებულ ზემოქმედების დონეებს. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ცხოვრობდნენ აზოტის დიოქსიდის ანუ NO2-ის, ჰაერის საშიში დამაბინძურებლის, უფრო მაღალი კონცენტრაციის მქონე ადგილებში მეტად მიიღებდნენ გრძელვადიან ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებულ დანიშნულებებს.

ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს

კვლევა ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევად არ ასახელებს ჰაერის დაბინძურებას, მაგრამ აჩვენებს კორელაციას ამ ორს შორის. მკვლევრების მიხედვით, მათ აღმოაჩინეს, რომ დაბინძურების შემცირებამ შეიძლება ბავშვებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეამციროს. (გაგრძელება)