ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე დაჭრა - კვირის პალიტრა

ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე დაჭრა

წუხელ გვიან ღამით მამაკაცმა მეუღლე დანით დაჭრა. შემთხვევა ქუთაისში მოხდა. გოგონა თავის არეშია დაჭრილი და ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე დაჭრა, პოლიციის თანამშრომელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"