”NATIIONAL GEOGRAPHIC საქართველო“ და კომპანია TREEPEX თითოეულ ადამიანს აძლევს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს პლანეტის გამწვანებაში - კვირის პალიტრა

”NATIIONAL GEOGRAPHIC საქართველო“ და კომპანია TREEPEX თითოეულ ადამიანს აძლევს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს პლანეტის გამწვანებაში

ჟურნალი ”NATIIONAL GEOGRAPHIC საქართველო“ და კომპანია TREEPEX თითოეულ ადამიანს აძლევს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს პლანეტის გამწვანებაში. როგორც ”სილქნეტიდან” გვაცნობეს, მათ, ვინც გახდება ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ოქტომბერში, მიიღებს ჟურნალს და მასში არსებული ტრიპექსისი უნიკალური QR კოდს და მის სახელზე ხე დაირგვება.

”ამ ეტაპზე დარგვითი ღონისძიებები მიმდინარეობს: ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში, აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე და თბილისის ეროვნულ პარკში.

ხეები ძირითადად დაირგვება იქ, სადაც კავკასიური ფიჭვის და ქართული მუხის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. თითოეულ დარგულ ხესთან განთავსდება ინფორმაცია დამრგველის ვინაობის ზუსტი მდებარეობის (GPS ) შესახებ. მონაცემები სახელობითი ხის ავტორს გაეგზავნება ელ. ფოსტის მეშვეობით და სურვილის შემთხვევაში მას ნებისმიერ დროს შეეძლება ეწვიოს დაცულ ტერიტორიას და მოინახულოს ხე.

გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა. დატკბით ნაბეჭდი ჟურნალის ესთეტიური ღირებულებით, რომელიც 130 წლის განმავლობაში ავრცელებს ცოდნას პლანეტის შესახებ, 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა და 60 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს და ამავე დროს შეიტანეთ მოკრძალებული წვლილი იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რასაც გარემოს დაცვა ჰქვია.

დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ: ეწვიეთ National Geographic საქართველოს საიტს http://www.nationalgeographic.ge/subscribe/

გახდით ჟურნალის გამომწერი, მიიღეთ ჟურნალი ნებისმიერ მისამართზე და იპოვეთ თქვენთვის განკუთვნილი Treepex-ის თრიპექსის უნიკალური QR კოდი. გადმოწერეთ ტელეფონში Treepex ის აპლიკაცია (ის ხელმისაწვდომია, როგორც iOS-სთის,ასევე Android ტელეფონებისათვის)

„დაასკანერეთ“ QR კოდი, რის შემდეგაც გააქტიურდება ფოტო კამერა გადაუღეთ ფოტო ჟურნალის ყდას სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გააზიაროთ სოციალურ ქსელში, „ჰეშთაგით“ #დარგეხე, #ამნომერშიშენიხეა, იმისთვის, რომ მეტიადამიანი ჩაერთოს გარემოს გამწვანების აქციაში.

შეგახსენებთ, რომ „National Geographic საქართველო“, არის არასამთავრობო, არაკომერციული და არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროში.

ჟურნალი „National Geographic საქართველო“, 2012 წლის ოქტომბრიდან კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით გამოიცემა.

პროექტის პარტნიორია ეროვნული მუზეუმი”, -ნათქვამია ინფორმაციაში.