"ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არჩევანს გააკეთებს გონებით და არა ემოციებით" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არჩევანს გააკეთებს გონებით და არა ემოციებით"

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერი ხმის მისაცემად მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, მეუღლესთან და ერთ-ერთ შვილთან, ბერასთან ერთად მივიდა.

როგორც ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, თუმცა ყველაზე განმსაზღვრელი არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არა ემოციებით და რწმენით, არამედ გონებით აკეთებს არჩევანს.

„რატომ არის დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული?- მე ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით; გააზრებულად და არა რწმენით. რწმენა, მხედველობაში მაქვს არარელიგიური, რა თქმა უნდა. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, გვწამს და ამ რწმენის მიხედვით ვახერხებთ, წლობის განმავლობაში დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას გეუბნებით წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდატეხა მოხდა, რამეთუ უმრავლესობამ მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: "ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს" - პირველი პირების არჩევანი

"ინტერპრესნიუსი"