გლდანში მცირეწლოვანი ბავშვი მე-9 სართულიდან გადავარდა, რის შემდეგაც დედაც გადახტა
არსებული ინფორმაციით, გლდანში, მცირეწლოვანი ბავშვი მე-9 სართულიდან გადავარდა, რის შემდეგაც საცხოვრებელი კორპუსიდან დედაც გადახტა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.