ჩვენი ბიულეტინი თქვენსას სჯობიაო! - ცესკო-მაც აურია - კვირის პალიტრა

ჩვენი ბიულეტინი თქვენსას სჯობიაო! - ცესკო-მაც აურია

როგორც ყველა არჩევნები, როგორც ჩანს, არც დღევანდელი ჩაივილის კურიოზების გარეშე, ჯერჯერობით ამ ამბავში მოწინავე ცეესკოა. საქმე ისაა, რომ ლაგოდეხელებს და დუშელებს ბიულეტინები ისე "გააცვლევინეს", რომ ეს ცენტრალურ საარჩვენო კომისიაშიც პოსტფაქტუმ გაიგეს.

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ბიულეტენების აკინძვისას სტამბური შეცდომა დაუშვეს, რის გამოც ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული არჩევნების ბიულეტენები.

„სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბურ შეცდომას, როდესაც სტამბაში ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა მოხდა. ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები. ასეთი სულ ორი ბლოკნოტია. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია. თუმცა, რაც შეეხება ბიულეტენებს, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და კანონის თანახმად, გაბათილებული იქნება“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ის ლაგოდეხლები, ვინც დუშელების ბიულეტინით მისცა ხმა, ამბობენ, რატომ უნდა დაიკარგოს ჩვენი ხმა, დახურეთ ოლქი და არჩვენები ხელახლა ჩაატარეთო, თუმცა ცესკო-ში ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ. ჰოდა, ახლა დუშელებს და ლაგოდეხელებს ისღა დარჩენიათ ერთმანეთს უმტკიცონ  ჩვენი ბიულეტინი თქვენსას სჯობიაო!