ავარია მცხეთაში - გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი - კვირის პალიტრა

ავარია მცხეთაში - გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი

მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან, ავარიის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია გარდაცვლილის დედაც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაავრცელა