ორივე ეგზიტპოლის შედეგებით პარლამენტში 3 პარტია შედის - კვირის პალიტრა

ორივე ეგზიტპოლის შედეგებით პარლამენტში 3 პარტია შედის

უკვე ცნობილია საარჩევნო ეგზიტპოლის შედეგები. შეახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "მესტროსა" და GDS-სთვის ეგზიტპოლი კომპანია TNS-მა, ხოლო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვისკომპანია GFK - იმ  ჩაატარა.

ორივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პარლამენტში სამი პარტია შედის - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია".

კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, "ქართულმა ოცნებამ" – 53,8%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" – 19,5%, "პატრიოტთა ალიანსმა" კი - 5% მიიღო.

რაც შეეხება, კომპანია GFK-ს შედეგებს, "ქართული ოცნება" - 39,9%, "ნაციონალური მოძრაობა" -  32%"პატრიოტთა ალიანსი" -  5,76%.