ეგზიტპოლის შედეგით, პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მომავალ პარლამენტში ვეღარ ვიხილავთ
საარჩევნო ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "მესტროსა" და GDS-სთვის კომპანია TNS-მა ჩაატარა, საბურთალოს მე-6 ოლქში მაჟორიტარულ არჩვენებს "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი იგებს.
პროცენტები ასე ნაწილდება:
ლევან გოგიჩაიშვილი - "ქართული ოცნება" - 53,2%
სევდია უგრეხელიძე - "ნაციონალური მოძრაობა" - 13,3%
დავით უსუფაშვილი - რესპუბლიკური პარტია - 11,5%
შალვა შვაგულიძე - "თავისუფალი დემოკატები" - 7%
ამ შედეგის მიხედვით პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მომავალ პარლამენტში ვეღარ ვიხილავთ.