"თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა" - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს - კვირის პალიტრა

"თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა" - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს

ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა. მან ვიდეომიმართვა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

"ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ფაშისტური პატრიოტთა ე.წ. ალიანსი ვერ ლახავს ზღვარს, ამ მომენტში მანდატებს შორის განსხვავება, ორ დარჩენილ პარტიას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არის სულ რამდენიმე მანდატი და შემოსული ოქმებით, მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კომისიებში უნდა ვიმუშაოთ ძალიან მაგრად, კომისიებში არავინ არ უნდა მიატოვოს პოსტი, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მანდატის დაცვა, რადგან სიტუაცია არ არის ისე, როგორც თავიდან გამოჩნდა, აშკარად უკეთესობისკენ იცვლება. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე წარმოგვედგინა. აბა თქვენ იცით, ვადევნებ თვალყურს სიტუაციას, მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა. არავითარ შემთხვევაში არ მოეშვათ, თქვენ იმედზე ვარ", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ვიდეო