ავღანეთში ჩატარებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია - კვირის პალიტრა

ავღანეთში ჩატარებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია

ავღანეთში ჩატარებულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმეტესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ავღანეთში ქართველი სამხედროების ხმის დათვლის პროცედურა ცესკო-ში ცოტა ხნის წინ დასრულდა. შედეგები ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, ავღანეთში ბაგრამის საარჩევნო უბანზე „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო მაზარი შარიფის უბანზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა, თუმცა საერთო ჯამში, ხმების უმეტესობა ავღანეთში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. კერძოდ, ბაგრამის საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 1471 იყო, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1171, მიღებული ბიულეტენების რაოდენობა კი 1500 იყო.

აღნიშნულ უბანზე ხმების გადანაწილების მიხედვით, პირველი სამეული ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ 564 ხმა,“ნაციონალური მოძრაობა“- 232 ხმა, „ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“ - 214 ხმა. რაც შეეხება, მაზარი შარიფის საარჩევნო უბნის შედეგებს, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 132 იყო, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 132, მიღებული ბიულეტენების რაოდენობა კი, 150 იყო. აღნიშნულ უბანზე, მიღებული ხმების შედეგად, პირველი სამეული ასე გამოიყურება - „ნაციონალური მოძრაობა“ - 65 ხმა, „ქართული ოცნება“ 50 ხმა, „ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“ - 7 ხმა. ავღანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 5 ოქტომბერს გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"