ცესკო-ს ამჟამინდელი მონაცემები: "ქართული ოცნება" - 49,93 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 26,7 % - კვირის პალიტრა

ცესკო-ს ამჟამინდელი მონაცემები: "ქართული ოცნება" - 49,93 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 26,7 %

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 2 342 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 63,4 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 49,93 %, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 26,7 % მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, 4,87 %-იანი მხარდაჭერა აქვს "პატრიოტთა ალიანსს". ხმების 4,13 % მიიღო "თავისუფალმა დემოკრატებმა", 3,04 % მიიღო "ლეიბორისტულმა პარტიამ", 1,48 % კი "რესპუბლიკელებმა".