ქუცნაშვილი იმარჯვებს, ნათელაშვილს კი პაატა ბურჭულაძის მაჟორიტარი კანდიდატიც უსწრებს
81 უბნიდან დათვლილი 23 უბნის მიხედვით, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის 38-ე მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაქარია ქუცნაშვილს 65,96%, ხოლო "ლეიობორისტული პარტიის" კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს 9,44% აქვს.
ამ დროისთვის აღნიშნულ ოლქში შედეგები ასეთია:
ზაქარია ქუცნაშვილი - "ქართული ოცნება" - 65,96%
მალხაზ დავითაშვილი - ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 3,66%
შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - 9,44%
ირმა ცხორაგაული - "პატრიოტთა ალიანის" - 7,22%
ლია როინიშვილი - "რესპუბლიკური პარტია" - 0,68%
გიორგი ხუციშვილი - "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,6%
ზურაბ ოტიაშვილი - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 9,83%