ქუცნაშვილი იმარჯვებს, ნათელაშვილს კი პაატა ბურჭულაძის მაჟორიტარი კანდიდატიც უსწრებს - კვირის პალიტრა

ქუცნაშვილი იმარჯვებს, ნათელაშვილს კი პაატა ბურჭულაძის მაჟორიტარი კანდიდატიც უსწრებს

81 უბნიდან დათვლილი 23 უბნის მიხედვით, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის 38-ე მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაქარია ქუცნაშვილს 65,96%, ხოლო "ლეიობორისტული  პარტიის" კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს 9,44% აქვს.

ამ დროისთვის აღნიშნულ ოლქში შედეგები ასეთია:

ზაქარია ქუცნაშვილი - "ქართული ოცნება" - 65,96%

მალხაზ დავითაშვილი - ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 3,66%

შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - 9,44%

ირმა ცხორაგაული - "პატრიოტთა ალიანის" - 7,22%

ლია როინიშვილი - "რესპუბლიკური პარტია" - 0,68%

გიორგი ხუციშვილი - "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,6%

ზურაბ ოტიაშვილი - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 9,83%