ირმა ინაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი, ორივეს კი "ქართული ოცნების" კანდიდატი უსწრებს - კვირის პალიტრა

ირმა ინაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი, ორივეს კი "ქართული ოცნების" კანდიდატი უსწრებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, საგარეჯოს 27-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არსებული 50 უბნიდან უკვე დათვლილია 46 უბანი, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან აგებს. უფრო კონკრეტულად კი, შედეგები ასე გამოიყურება:

რომან მუჩიაშვილი - "ქართული ოცნება" - 46,39%

ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" - 25,14%

ირმა ინაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" - 19,89%

კაზანფარ მამედოვი - მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი - 3,77%

თორნიკე ჩუნთიშვილი - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 3,36%

ალექსანდრე ჩაფიძე - "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 1,04%.