თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატთან დიდი სხვაობით აგებს - კვირის პალიტრა

თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატთან დიდი სხვაობით აგებს

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 46 უბნიდან დათვლილია 44 უბანი და სადაც მაჟორიტარ-კანდიდატად კენჭს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი იყრიდა, "ქართული ოცნების" კანდიდატი იმარჯვებს. ამ დროისთვის არსებული შედეგები ასე გამოიყურება:

შალვა კიკნაველიძე - "ქართული ოცნება" - 43,97%

ბეჟან ბუცხრიკიძე - "ნაციონალური მოძრაობა" - 27,76%

ილია კოკაია - დამოუკიდებელი კანდიდატი - 19,98%

თინა ხიდაშელი "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 2,53%

კახაბერ გოქაძე - "პატრიოტთა ალიანსი" - 1,9%

მალხაზ ბაბლიძე - "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 1,65%