როგორია ცესკო-ს წინასწარი შედეგი მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნების დღე ყველაზე ხმაურიანი იყო - კვირის პალიტრა

როგორია ცესკო-ს წინასწარი შედეგი მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნების დღე ყველაზე ხმაურიანი იყო

საარჩევნო დღეს დაძაბული სიტუაცია იყო მარნეულში. 36-ე ოლქში სიტუაცია, არც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ჩაწყნარებულა. აღნიშნულ ოლქში არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა.

საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.

36-ე ოლქში შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს. "ქართულ ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატს ბარიერის გადასალახად სულ ცოტა აკლია, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი კი არც ისე დიდი სხვაობით ჩამორჩება მას. ცესკო-ს წინასწარი შედეგები მარნეულის 36-ე ოლქში ასე გამოიყურება:

თამაზ ნავერიანი - "ქართული ოცნება" - 49,85%

ახმედ იმამკულიევი - "ნაციონალური მოძრაობა" - 41,75%

ისრაფილ ბაირამოვი - "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 4,64%

ვეფხია გურგენიშვილი - "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 1,97%

ალი ისაევი "პატრიოტთა ალიანსი" - 1,02%