უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა

უკრაინაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 128-ე ბრიგადის ჯარისკაცი დავით გამსახურდია გარდაიცვალა.

უკრაინული მედიის ცნობით, 26 წლის გამსახურდიამ მძიმე ჭრილობა დონეცკის სიახლოვეს, საბრძოლო მოქმედებების დროს მიიღო.

ის ქალაქ დნეპრის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წლის დასაწყისიდან, დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად 173 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"