ცესკო-ს ახალი მონაცემებით, პარლამენტში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „პატრიოტთა ალიანსიც“ შედის - კვირის პალიტრა

ცესკო-ს ახალი მონაცემებით, პარლამენტში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „პატრიოტთა ალიანსიც“ შედის

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3045 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 82,55 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,26 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,46 % მიიღო.

5 %-იან ბარიერს ლახავს „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ხმების 4,58 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,12 % „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“.