ცესკო-ს უახლესი მონაცემი: "ქართული ოცნება" - 48,61%, "ნაცმოძრაობა" - 27,04%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4,99% - კვირის პალიტრა

ცესკო-ს უახლესი მონაცემი: "ქართული ოცნება" - 48,61%, "ნაცმოძრაობა" - 27,04%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4,99%

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3667 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99,41 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,61 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,04 % მიიღო.

უახლესი შედეგებით, 5 %-იანს ბარიერს ვეღარ ლახავს „პატრიოტთა ალიანსი“, თუმცა ბარიერთან ახლოსაა, ვინაიდან მას 4,99 % აქვს.

ხმების 4,59 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,12 % „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“.

ცესკოს მხოლოდ 35 უბნის შედეგები დარჩა დასათვლელი.

"ინტერპრესნიუსი"