ცესკო-ს ბოლო მონაცემით, "პატრიოტთა ალიანსი" საარჩევნო ბარიერს ლახავს - კვირის პალიტრა

ცესკო-ს ბოლო მონაცემით, "პატრიოტთა ალიანსი" საარჩევნო ბარიერს ლახავს

ცესკოს ბოლო მონაცემებით ”პატრიოტთა ალიანსი” საარჩევნო ბარიერს ლახავს - მას ხმების 5% აქვს მიღებული.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შედეგები 3 686 უბნის მიხედვით გამოაქვეყნა.

შედეგები ასეთია: - პროპორციულ არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48.6% მიიღო, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27.14%.

უახლესი შედეგებით, ხმების 5% აქვს ”პატრიოტთა ალიანსს“.

ამომრჩეველთა ხმების 4.61% აქვს ”თავისუფალ დემოკრატებს“.

ამას გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შუალედური არჩევნები ”ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს.

საკრებულოს შუადელური არჩევნები თბილისის (კრწანისი, ისანი, გლდანი), წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში გაიმართა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს მაჟორიტარად არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვაზე მეტ ხმას იღებს.

შედეგები ასეთია: კრწანისის მაჟორიტარული ოლქი - ქეთევან მამულაშვილი (60.73%); ისნის მაჟორიტარული ოლქი - ზურაბ ქადაგიძე (45.61%); გლდანის მაჟორიტარული ოლქი - გულია გოცირიძე (51.25%); წალკის მაჟორიტარული ოლქი - დავით კვარაცხელია (100%); ჭიათურის მაჟორიტარული ოლქი - ვახტანგ ცუცქირიძე (46.74%); აბაშის მაჟორიტარული ოლქი - იაგო თოდუა (59.1%); ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი - თაზო ფაცაცია (43.84%).