ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის?! - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის?!

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ბუკა პეტრიაშვილმა "ფეისბუკში" გაავრცელა განცხადება მისი პარტიიდან წასვლის შესახებ.

იხილეთ ასევე: ალექსი პეტრიაშვილმა "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა

ასევე ცნობილი გახდა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, ირაკლი ალასანია მედიას და საზოგადოებას 15:00 საათზე, გუნდის წევრებთან ერთად მიმართავს.

რა განცხადების გაკეთებას გეგმავს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, პარტიაში არ კონკრეტებენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის დაუზუსტებელი ცნობით, შესაძლოა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადოს, თუმცა ამას თავად პარტიის წევრები ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

"ყველაფერს მოისმენთ სამ საათზე. ყველა ინფორმაცია არ არის მართალი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ.