ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა

"მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან" - ასე განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

აღნიშნულის შესაბამისად, ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხნის გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან, სადაც პირველადი მონაცემებით, 19,38%-ით მეორე ადგილი უკავია და მეორე ტურში უწევს მონაწილეობის მიღება.

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა... ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკადან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

როგორც ცნობილია, "თავისუფალი დემოკრატები" დღეს ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

ვიდეო