ცესკომ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა - როგორია წინასწარი შედეგები - კვირის პალიტრა

ცესკომ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა - როგორია წინასწარი შედეგები

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,65 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,12 % მიიღო.

5 %-იან ბარიერს ლახავს „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ხმების 4,62 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,13 % „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა“.

საქართველოს მასშტაბით სულ 3 702 უბანი იყო გახსნილი.

აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარი შედეგებია. ცესკოს არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ვადა 27 ოქტომბრამდე აქვს, მეორე ტურების შემთხვევაში კი - 21 ნოემბრამდე.

"ინტერპრესნიუსი"