შეიარაღებული თავდასხმა ძმებზე - ერთი მოკლულია, მეორე - დაჭრილი - კვირის პალიტრა

შეიარაღებული თავდასხმა ძმებზე - ერთი მოკლულია, მეორე - დაჭრილი

ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 35 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო მისი ძმა მძიმედ დაიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის ადგილიდან 4 ახალგაზრდა მიიმალა.

მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. შემთხვევის სავარაუდო მოტივი ადრე მომხდარი დაპირისპირებაა.