თქვენც, ბრუტუს?! - ალასანიას აბაშიძე, დოლიძე, ონოფრიშვილი და ცაგარეიშვილიც მიყვნენ - კვირის პალიტრა

თქვენც, ბრუტუს?! - ალასანიას აბაშიძე, დოლიძე, ონოფრიშვილი და ცაგარეიშვილიც მიყვნენ

პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიიდან ამჯერად ვიქტორ დოლიძე, გია ცაგარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე და დავით ონოფრიშვილი მიდიან.

შესაბამისი განცხადებები აღნიშნულმა ოთხეულმა თავად გააკეთეს.

როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ორი დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ალასანიამ აღნიშნა, ”თავისუფალი დემოკრატები” განახლებას და რეორგანიზაციას იწყებს. პარტია დატოვა ასევე ალექსი პეტრიაშვილმა.

ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, რომელმაც ”თავისუფალ დემოკრატებს” დაუჭირა, ან არ დაუჭირა მხარი.

”მთავარი შეკითხვა, რომელიც დღეს არსებობს არის, ვრჩები თუ არა პარტიაში. ვაცხადებ, რომ პარტიაში არ ვრჩები, დღეიდან მე ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამით გზას ვუხსნი ახალ ხალხს, რომლებიც შემოუერთდნენ პარტიას და აქვთ ენთუზიაზმი, მოტივაცია იმის, რომ გააგრძელონ, საქმე მიიყვანონ წარმატებამდე. მე არასდროს არ მიხელმძღვანელია ჩემს ცხოვრებაში, ვიწროპარტიული ინტერესებით, ჩემთვის სამშობლო და სახელმწიფო ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და მინდა გითხრათ, რომ რას ვიზამ, როგორ ვიზამ და რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო გვიჩვენებს.