"საქმე გახსნილია. დანარჩენს დაველოდოთ“ - შს მინისტრი გივი თარგამაძის საქმის გახსნას აანონსებს - კვირის პალიტრა

"საქმე გახსნილია. დანარჩენს დაველოდოთ“ - შს მინისტრი გივი თარგამაძის საქმის გახსნას აანონსებს

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე განცხადება გაკეთდება.

მღებრიშვილმა ყველას ურჩია, მოთმინებით აღიჭურვონ და ოფიციალურ კომენტარს დაელოდონ.

„გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე უახლოეს პერიოდში, შესაძლოა უახლოეს საათებშიც კი, ოფიციალური კომენტარი გაკეთდება. ახლა მივალ სამსახურში და ამის შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი. საქმე გახსნილია. დანარჩენს დაველოდოთ“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"