თბილისში 16 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 16 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, დღეს, 15:20 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ კლინიკაში შეყვანილია 16 წლის გოგონა ფეხების, მენჯის და ხერხემლის სავარუდო ტრამვით.
„უტარდება კვლევები. რამდენიმე საათში გვექნება კვლევის შედეგები. პაციენტი მე-3 სართულიდან გადმოვარდა. მოთავსებულია იაშვილის საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რეანიმაციაში“, - აცხადებენ კლინიკაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.