"მესამე მსოფლიო ომი"... ბალიშებით
4 აპრილს ყველაზე გრანდიოზული "ფლეშ-მობი" - "ომი ბუმბულის ბალიშებით" ერთდროულად მსოფლიოს 150 ქალაქში გაიმართა! მასში ათიათასობით "მებრძოლი"
მონაწილეობდა... "ომში გადარჩენილთა" აზრით კი ღონისძიებას საერთო არაფერი ჰქონდა ძალადობასთან - პირიქით, ის ფსიქოემოციური განტვირთვის საუკეთესო საშუალება გამოდგა!